ჩვენ შესახებ

Archtour Architecture-ში ვამაყობთ ჩვენი საქმიანობით, გამოცდილი გუნდით და განხორციელებული პროექტებით. სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში, რეპუტაცია მოვიპოვეთ გამორჩეული დიზაინის შემუშავებით, ხარისხიანი პროექტების შექმნით, მშენებლობის ინოვაციური მეთოდებითა და ვადების სრული დაცვით. ჩვენი გუნდი, სამშენებლო გამოცდილება და გამოცდილ პარტნიორებთან თანამშრომლობა, საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ წამყვანი პოზოცია ბაზარზე და მუდამ გადავაჭარბოთ დამკვეთების მოლოდინსა თუ მოთხოვნებს.

არქტურუსი, როგორც შთაგონება

შთაგონებული არქტურუსის ბრწყინვალებით, (ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი) არქტურ არქიტექტურა - ში ჩვენი მიზანია ღამის ცაზე არქტურუსის ბრწყინვალება და სიკაშკაშე გადმოვცეთ ჩვენს მიმდნარე და განხორციელებულ პროექტებში; ინოვაციებითა და ინდივიდუალური მიდგომებით განსაკუთრებული ელფერი შევძინოთ სივრცეებს, რომლებსაც ვქმნით.

ფესვები - მშენებლობის ექსპერტები

უძრავი ქონების ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია არქტური, რომელმაც მოღვაწეობა 2013 წლიდან დაიწყო ბაკურიანში, უკვე თბილისშიც ოპერირებს და ბაზარზე თავს მაღალი ხარისხის მშენებლობით იმკვიდრებს. არქტურს არაერთი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი აქვს შექმნილი, როგორც ბაკურიანში, ასევე დედაქალაქშიც. არქიტექტურულ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, არქტურმა დააარსა Archtour Architecture - კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ არქიტექტურულ მომსახურებას, პროექტის საწყისი ეტაპიდან მის სრულყოფამდე.

ჩვენი მიდგომა & იდენტობა

ჩვენი მიდგომა აერთიანებს შემოქმედებით ხედვას და პრაგმატულ აზროვნებას, უზრუნველყოფს აუთვისებელი შესაძლებლობების გამოვლენას და პროექტის სრულფასოვნად განხორციელებასთან ერთად მისი წარმატებული ფუნქციონირების გარანტია. ჩვენი მიდგომები გვაძლევს გავლენიანი, ტრანსფორმაციული შედეგების რეალიზების შესაძლებლობას. თითოეული ჩვენი პროექტი ეფუძნება მდგრადი განვითარების და სიახლის პრინციპებს, რაც საშუალებას გვაძლევს გავცდეთ არსებულ ჩარჩოებს და დავაწესოთ ახალი სტანდარტები, საზოგადოებისთვის გრძელვადიანი ღირებულების უზრუნველსაყოფად.

მეთოდოლოგია

ჩვენს დამკვეთებს პარტნიორებად მოვიაზრებთ და მათთვის საუკეთესო შედეგის მიწოდებას ვუზრუნველყოფთ. გვჯერა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა დამკვეთების მიმართ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავზებით განისაზღვრება, არამედ მთლიანი პროცესით პროექტის დაწყებიდან მის განხორციელებამდე, პროფესიონალური მიდგომითა და შეთანხმებული ვადების დაცვით. ჩვენი მიზნია მომხმარებელთა მოლოდინს გადავაჭარბოთ და ხელი შევუწყოთ უკეთესი გარემოს შექმნას. მზად ვართ უზრუნველვყოთ უმაღლესი დონის საპროექტო და სამშენებლო მომსახურება - პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

მისია

Archtour Architecture-ში ჩვენს მისიას არქიტექტურასა და დიზაინში დღესდღეობით დამკვიდრებული სტანდარტების ხელახალ განსაზღვრას და მის საფუძველზე კრეატიულობის, ესთეტიკის, მდგრადობის და ფუნქციონალურობის ურთიერთკავშირს წარმოადგენს. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი არქიტექტურული პროექტები, რომლებიც არამარტო შთაგონების წყაროდ აღიქმება, არამედ დამკვეთებზე და გარშემომყოფთა საჭიროებებზე იქნება მორგებული. დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილებითა და სრულყოფილების მიმართ ლტოლვით, ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და ამასთანავე პოზიტიური კვალი დავტოვოთ სამშენებლო სექტორზე.

ხედვა

ჩვენი ხედვის უმთავრეს ნაწილს თანამედროვე არქიტექტურულ ინდუსტრიაში სახელის დამკვიდრება წარმოადგენს; რასაც ჩვენი ინდივიადულიზმით, მდგრადი პრაქტიკითა და ხარისხის დაცვით ვაღწევთ. ჩვენი მისწრაფებაა ხელი შევუწყოთ კომპანიაში ინოვაციებზე, გამორჩეულობასა და ინკლუზიურობაზე ორიენტირებული კულტურის დანერგვას; მოვიზიდოთ საუკეთესო კადრები და მუდმივად ვიყოთ მათ განვითარებაზე ორიენტირებული. სტანდარტული დიზაინის ჩარჩოების დაღვევით და უახლესი ტექნოლოგიების ათვისებით, ჩვენ გვსურს ისეთი მომავლის ფორმირება, სადაც არქიტექტურა არა მხოლოდ ბუნებასთან კავშირით განისაზღვრება, არამედ ადამიანის კეთილდღეობას და საზოგადოებრივ პროგრესს უწყობს ხელს.

მოქმედების სქემა

framework

საქმიანობა

ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს სოციალურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას დამკვეთების, გარემოს და საზოგადოების მიმართ. ვართ ორიენტირებული გადავაჭარბოთ დამკვეთების მოლოდინს და შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება.

დამკვეთები

ჩვენ ვუსმენთ, ვაანალიზებთ და ვითვალისწინებთ ჩვენი დამკვეთების საჭიროებებს და მათთან ვთანამშრომლობთ მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად.

გუნდი

ჩვენი გუნდის მრავალპროფილური, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულობა და მაღალპროფესიული დამოკიდებულება პროექტების წარმატებით განხორციელების საწყის წერტილს წარმოადგენს.

კომპეტენცია

ფართომასშტაბიანი მშენებლობა

ფართომასშტაბიანი დასახლებების ფორმირება წარმოადგენს განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქალაქის ურბანული ცხოვრების ჩამოყალიბებაში. სწორი გეგმარების, მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის, კულტურული ელემენტების და მდგრადი განვითარების მეშვეობით, შესაძლებელია ქალაქების ახალ საფეხურზე აყვანა. ამ პროცესში, ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციური, თანამედროვე მიდგომები და შევქმნათ გამორჩეული დასახლებები.

major
housing

სახლი + ცხოვრების სტილი

საცხოვრებელი სახლების ფორმირებისას, ჩვენი მიზანი არა მხოლოდ დახვეწილი ვიზუალის შექმნა და ფუნქციურად გამართული პროექტების ჩამოყალიბებაა, არამედ მაცხოვრებლების ცხოვრების სტილის განსაზღვრა და გაუმჯობესებაა. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, არამედ იქნება მდგრადი ურბანული მომავლის საწინდარი.

ინტერიერი + ინტეგრაცია

ჩვენი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სპეციალისტები სიღრმისეულად შეისწავლიან დამკვეთის მოთხოვნებს, ინტერესებსა და ცხოვრების სტილს. მათი მიზანია მაქსიმალურად ასახონ არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში მობინადრეთა ინტერესები და ამავდროულად შექმნან გამორჩეული, ჯანსაღი და ფუნქციურად გამართული სივრცეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი დამკვეთსა და გარემოს, არქიტექტურასა და ინტერიერს, შენობასა და ბუნებას შორის. ეს ყოველივე განაპირობებს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული დიზაინის შექმნას და სასურველი შედეგის სრულფასოვნად მიღწევის შესაძლებლობას.ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, რომლებიც შთააგონებენ ადამიანებს და აუმჯობესებენ გამოცდილებებს.

interiors
community

კეთილდღეობა + გამოცდილება

ჩვენ ვქმნით დიზაინს მაცხოვრებელთა კეთილდღეობისთვის, რაც მიზნად ისახავს ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობის გათვალისწინებას. ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის მაქსიმალური ინტეგრირებით, მწვანე სივრცეების შექმნით და სწორი გეგმარებით ვიღებთ ჯანსაღ და გამართულ პროექტებს, რაც აისახება მომხმარებლის კეთილდღეობაზე.

ჩვენი პარტნიორები