იდეების წარმატებულ

პროექტებად ტრანსფორმირება

მეტი ვიდრე არქიტექტურა

mouse

კონტექსტი - დიზაინი - რეალიზება

Archtour Architecture - ში ყოველ პროექტს საპროექტო ტერიტორიის დეტალური შესწავლით ვიწყებთ. საწყის ეტაპზე, საპროექტო ტერიტორიის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას, გეოგრაფიულ მახასიათებლებს და საზოგადოების დინამიკის თავისებურებებს ვიკვლევთ.

დეტალურად დამუშავებული ნარატივით იწყება მოგზაურობა - დამკვეთის იდეებისა და მისწრაფებების ხორცშესასხმელად.  ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ პროექტის კონცეპტუალური ხედვა პრაგმატულ გადაწყვეტებთან და დავრწმუნდეთ, რომ საბოლოო შედეგი საწყისი ხედვის გამოხატულებაა.

Driven by design

იხილეთ პროექტები

მწვანე ველი

პროექტი "მწვანე ველი" გამოირჩევა მოხერხებული საპროექტო ადგილმდებარეობით, სწორი ფუქნციური გადაწყვეტებითა და ორგანული არქიტექტურით. შენობების პროპორცია, კონტექსტური არქიტექტურული ელემენტებით შექმნილი ფასადები  და ფორმები ბუნებრივად ერწმის არსებულ რელიეფს, იმეორებს და ხაზს უსვამს ადგილობრივი ლანდშაფტის კონტურებს. ნახეთ პროექტები...

საცხოვრებელი კომპლექსი ჯიქიაზე

საცხოვრებელი სახლის პროქტრებისას ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შეგვექმნა სვრცე, რომელიც გააერთიანებდა თანამედროვე ცხოვრების სტილსა და სიმშვიდ, კომფორტულ გარემოს. 18 -სართულიანი კომპლექსი 246 ბინას აერთიანებს და დაპროექტებულია ისე, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. ნახეთ პროექტები...

ლისის საცხოვრებელი კომპლექსი

არქტური ლისი წარმოადგენს თანამედროვე დასახლებას ლისის ტბის სიახლოვეს. პროექტი მაცხოვრებლებს სთავაზობს მშვიდ, გამწვანებულ სივრცეს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით და მოიცავს 895 აპარტამენტს, რომლებიც განაწილებულია შვიდ დამოუკიდებელ 5 სართულიან
საცხოვრებელ კომპლექსში.
ნახეთ პროექტები...

შატო "მეფის ქალაქი" სადღესასწაულო სივრცე

რესტორანის დიზაინის მიმართულების განსაზღვრა განაპირობა მისმა ფუნქციამ, ადგილმდებარეობამ და არქიტექტურამ. რესტორნის პანორამული ვიტრაღბიდან იხსნება ხედი ვენახსა და თვალწარმტაც სივრცეზე. ნახეთ პროექტები...

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

ვილის არქიტექტურა გამოირჩევა სწორხაზოვანი, არასტანდარტული იერსახით, თამამი გადაწყვეტებითა და უნიკალური ფორმებით. ძირითად მასალად გამოყენებულია ბეტონი, ხე და ლითონი, რომელთა კომბინაცია ქმნის ელეგანტურ და ინდივიდუალურ ხასიათს. შენობის სართულების სხვადასხვაგვარი ორიენტაციით განლაგება განპირობებულია კავკასიონის ხედებზე მაქსიმალური წვდომის იდეით. დიდი ზომის ვიტრაჟები ხელს უწყობს მზის სხივების შედინებას ინტერიერში, ხოლო ტერასაზე განთავსებული დეკორატიული პანელები უზრუნველყოფს სასურველი ინტენსიობის განათების რეგულირების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ლანდშაფტის საინტერესო გადაწყვეტა, სადაც განთავსებულია ორიგინალური აუზი შუშის ნაპირით, რომელიც დაკავშირებულია ვრცელ ტერასასთან. დიდი ზომის ტერასებზე გადანაწილებულია სხვადასხვა ფუნქციები, რაც ორგანულად არის შერწყმული ინტერიერთან და გარე სივრცეებით სარგებლობას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.
ვილა განთავსებულია ყველაზე ამაღლებულ და ვრცელ მიწის ნაკვეთზე (1185 მ² ). ვილის ორიენტაცია და ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტა მაქსიმალურად უზრუნველყოფს წვდომას კავკასიონის თვალწარმტაც ხედებზე.

ნახეთ პროექტები...

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

ვილის კონცეფციის შემუშავებისას, ძირითად მიზანს წარმოადგენდა შეგვექმნა პროექტი, რომელშიც ჰარმონიულად იქნებოდა ერთმანეთთან შერწყმული ბუნება და საცხოვრებელი გარემო. ერთი შეხედვით მკაცრი, სწორხაზოვანი არქიტექტურა დაბალანსებულია თბილი, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალებით და დეკორატიული ელემენტებით, რაც პროექტს კომფორტულსა და მყუდროს ხდის, ასევე ქმნის ფუნქციურად გამართულ და მოსახერხებელ საცხოვრებელ სივრცეს. ვილის გეგმარება ფართო გარე ტერასებით და გარე აუზით ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრირების საშუალებას იძლევა. ნახეთ პროექტები...

შოურუმის დიზაინი

რესტორანის დიზაინის მიმართულების განსაზღვრა განაპირობა მისმა ფუნქციამ, ადგილმდებარეობამ და არქიტექტურამ. რესტორნის პანორამული ვიტრაღბიდან იხსნება ხედი ვენახსა და თვალწარმტაც სივრცეზე. რესტორნის მრავალფუქნციურობა (საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზი) განაპირობებს შედარებით სადა მიმართულებას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვას და განსხვავებული დეკორაციების მოწყობას. დიზაინში აქცენტურია ჭერი, რაც ხელს შუწყობს ხედზე აქცენტის გაკეთებას და ბარი. ნახეთ პროექტები...

ინტერიერი ლისზე

ინდივიდუალური საცხოვრებელი ინტერიერში გამოყენებული უნიკალური ფერთა გამა, ბუნებრივი ქვის და ხის მასალები ქმნის ელეგანტურ და დახვეწილ გარემოს, რომელიც გამდიდრებულია დეკორატიული ელემენტებით. ნახეთ პროექტები...

ნახეთ ყველა

მდგრადობა  ინოვაცია  ბიოფილია  არქიტექტურა  ინტერიერი  კონტექსტი  უნიკალურობა  პროფესიონალიზმი  ლანდშაფტი  ხედვა  მშენებლობა  კოლაბორაცია  შთაგონება  გამოცდილება 

მდგრადობა  ინოვაცია  ბიოფილია  არქიტექტურა  ინტერიერი  კონტექსტი  უნიკალურობა  პროფესიონალიზმი  ლანდშაფტი  ხედვა  მშენებლობა  კოლაბორაცია  შთაგონება  გამოცდილება 

მდგრადობა  ინოვაცია  ბიოფილია  არქიტექტურა  ინტერიერი  კონტექსტი  უნიკალურობა  პროფესიონალიზმი  ლანდშაფტი  ხედვა  მშენებლობა  კოლაბორაცია  შთაგონება  გამოცდილება 

ჩვენი მიზანია პროექტებში ავსახოთ არქიტექტურის შესანიშნავი უნარი - გადმოსცეს ისტორია, შექმნას გამოცდილება, აღძრას ემოციები. ჩვენი ყველა პროექტი სწორი ფუნქციური გადაწყვეტილებების პარალელურად,  ადგილობრივ კონტექსტს, კულტურას და ისტორიას ასახავს.

სიღრმისეულად ვსწავლობთ პროექტის ადგილმდებარეობას, განვსაზღვრავთ მის სახასიათო პარამეტრებს და ავსახავთ დიზაინში. შესაბამისად, ჩვენი თითოეული პროექტი არის უნიკალური და საინტერესო.