შატო "მეფის ქალაქი" სადღესასწაულო სივრცე
რესტორანის დიზაინის მიმართულების განსაზღვრა განაპირობა მისმა ფუნქციამ, ადგილმდებარეობამ და არქიტექტურამ. რესტორნის პანორამული ვიტრაღბიდან იხსნება ხედი ვენახსა და თვალწარმტაც სივრცეზე. რესტორნის მრავალფუქნციურობა (საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზი) განაპირობებს შედარებით სადა მიმართულებას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვას და განსხვავებული დეკორაციების მოწყობას. დიზაინში აქცენტურია ჭერი, რაც ხელს შუწყობს ხედზე აქცენტის გაკეთებას და ბარი.
ფერთა პალიტრა და ტექსტურები საგულდაგულოდ არის შერჩევა რათა შეიქმნას გამორჩეული და მოთხოვნადი სივრცე სხვადასხვა ღონისძიების წარმართვისთვის. სადა ტონალობები და აქცენტური ჭერი და ბარი არ გადატვირთავს სივრცეს და ხელს შეუწყობს სხვადასსხვა ტიპის დეკორაციების გამოყენებას ღონსძიების სპეციფიკიდან გამომდინარე. გათვალისწინებული იქნება მასალათა მდგრადობა
ინტერიერში გამოგენებული მასალები და ტექსტურები დააბალანსებს და ჰარმონიულად დაუკავშირდება ერთმანეთს: პრიალა და გლუვი ზედაპირები, აქცენტური ჭერის მასალა და სადა იატაკის მოპირფეთება, ჭერის შდარებით მდგრადი, მაგრამ არასწორხაზოვანი მოპირკეთება და ჰაეროვანი მეტალის ბადე..
რესტორნის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ჭერის მოწყობა, რომლის ვიზუალი შექმნის ინტერესს და ამავდროულად სწორხაზოვან, მკაცრ არქიტექტურასთან იპოვის ჰარმონიულ კავშირს რათა დააბალანსოს და შეამსუბუქოს სივრცე. არასწორხაზოვანი დეკრატიული ელემენტები ტოვებს მოძრაობის განცდას და ქმნის დინამიურ ატმოსფეროს.
სივრცე, რომელიც აკავშირებს რესტორანსა და სასტუმროს, ამ გზით მოსული სტუმრებისთვის იქნება პირველი შთაბეჭდილების წყარო. ავიტომ, გვსურს შევქმნათ ვიზუალი, რომელიც ხელს შეუწყობს პირველი პოზიტიური განწყობის შექმნას და ამავდროულად შეიგრძნობა პირდაპირი კავშირი რესტორნის მთლიან იერსახესთან. კიბის შემდგომ განთავსებულია მიმღები, შესანახი კარადები და მოსაცდელი ადგილი. ამ სივრციდანვე ვხვდებით სველ წერტილებში. მოცემული სივრცე გადაწყვეტილია მინიმალისტურად, პრიალა ზედაპირებით, დახურული კარადებით და სადა დახლით რათა არ გადაიტვირთოს ვიზუალი და მთავარ დარბაზსა და ხედებზე გაკეთდეს აქცენტი.
ბარი აქცენტური და ინსტაგრამულია. სივრცის მთავარი ელემენტია. ოვალური ფორმის ბარი გამოყოფილია ჭერთან დაკავშირებული განსაკუთრებული ფორმებით და განათებით. ბარის უკანა კედელზე განთავსებულია დეკორატიული გამონათებული თაროები, რომელზეც განთავსებულია გამორჩეული დიზაინის მქონე ბოთლები. რაც შეეხება ბარის მასალას, გადაწყვეტილია ლითონის უჟანგავი მასალით თბილ ტონალობაში