ლისის საცხოვრებელი კომპლექსი

ლისის საცხოვრებელი კომპლექსი

თბილისი

პროექტის დეტალები
თბილისი
მიმდინარე
50 000 კვ.მ.
75 000 კვ.მ.
არქიტექტურა მშენებლობა
შპს" არქტური"
გააზიარეთ

არქტური ლისი წარმოადგენს თანამედროვე დასახლებას ლისის ტბის სიახლოვეს. პროექტი მაცხოვრებლებს სთავაზობს მშვიდ, გამწვანებულ სივრცეს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით და მოიცავს 895 აპარტამენტს, რომლებიც განაწილებულია შვიდ დამოუკიდებელ 5 სართულიან
საცხოვრებელ კომპლექსში.

პროექტის არქიტექტურული დიზაინი პასუხობს თანამედროვე საცხოვრებელი უბანისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს, აერთიანებს თანამედეროვე ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას. საცხოვრებელი ბლოკების განლაგება ითვალისწინებს სივრცის გამოყენების ოპტიმიზაციას, ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის გაუმჯობესებას. თითოეული ბინა შექმნილია დეტალების მიმართ ყურადღებით, გეგმარების ოფტიმიზაციით, მაღალი ხარისხის მოპირკეთებით და თანამედროვე მოწყობილობებით, რაც უზრუნველყოფს მაცხოვრებელთა კომფორტს. 
დაბალსართულიანი განაშენიანება, აგურისა და ხის მოსაპირკეთებელი მასალები და 14 400 კვ.მ-მდე გამწვანებული არეალი ქმნის გამორჩეულ,
მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

საზოგადო სივრცეების პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებასა და კომფორტული ზონების შექმნას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. პროექტის გეგმარებისა და დიზაინის პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა საზოგადო სივრცეების შექმნას, ადამიანური ურთიერთობებისა და სოცილიზაციის საჭიროებას.

ავტოსადგომები განთავსებულია როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზემოთ, გადახურულ სივრცეებში. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მოძრაობა არ ხდება შიდა ეზოში, და მიწის-ზედა პარკირება მხოლოდ შენობების გარშემოა განთავსებული.

პროექტში გათვალისწინებულია: ენერგოეფექტური კედლები, ალუმინის კარ-ფანჯარა ენერგოეფექტური მინა-პაკეტით.

გალერეა

ლოკაცია

ლისის საცხოვრებელი კომპლექსი

თბილისი