ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

შანკევანი, საგურამო

პროექტის დეტალები
შანკევანი, საგურამო
მიმდინარე
711 კვ.მ.
174 კვ.მ.
არქიტექტურა ლანდშაფტის დიზაინი
სუბურბან
გააზიარეთ

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კონცეფციის შემუშავებისას, ძირითად მიზანს წარმოადგენდა შეგვექმნა საცხოვრებელი, რომელიც შექმნიდა კომფორტის და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების განცდას. სწორხაზოვანი ფორმებისა და თანამედროვე არქიტექტურული ელემენტების ბუნებრივ მასალებთან კომბინაცია ქმნის მყუდრო და მშვიდ აურას. დიდი ზომის ვიტრაჟები ხელს უწყობს ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შედინებას ინტერიერში და საშუალებას აძლევს მაცხოვრებლებს დატკბნენ ეზოს ხედებით. ერთგვარად გამქრალია ზღვარი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, რასაც ხელს უწყობს სახურავში ინტეგრირებული შუშის ღიობი. 
ბუნებასთან ჰარმონიზაციის სურვილით დაპროექტებული კოტეჯის სტილის სახლი ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს და მის ნაწილად აღიქმება. მცირე ზომის ოჯახისთვის შექმნილი სახლის დიზაინის ყველა ელემენტი გათვლილია, რომ მობინადრეებს შეექმნათ მყუდრო და კომფორტული სივრცე, რომელშიც შეძლებენ განტვირთვას და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას. ლანდშაფტთან ინტეგრირებული არქიტექტურა და ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალები აკავშირებს თანამედროვე კომფორტსა და ბუნების ჰარმონიულ აურას

გალერეა

ლოკაცია

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

შანკევანი, საგურამო