ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

შანკევანი, საგურამო

პროექტის დეტალები
შანკევანი, საგურამო
მიმდინარე
1185 კვ.მ.
490 კვ.მ.
არქიტექტურა ლანდშაფტის დიზაინი
სუბურბან
გააზიარეთ

ვილის არქიტექტურა გამოირჩევა სწორხაზოვანი, არასტანდარტული იერსახით, თამამი გადაწყვეტებითა და უნიკალური ფორმებით. ძირითად მასალად გამოყენებულია ბეტონი, ხე და ლითონი, რომელთა კომბინაცია ქმნის ელეგანტურ და ინდივიდუალურ ხასიათს. შენობის სართულების სხვადასხვაგვარი ორიენტაციით განლაგება განპირობებულია კავკასიონის ხედებზე მაქსიმალური წვდომის იდეით. დიდი ზომის ვიტრაჟები ხელს უწყობს მზის სხივების შედინებას ინტერიერში, ხოლო ტერასაზე განთავსებული დეკორატიული პანელები უზრუნველყოფს სასურველი ინტენსიობის განათების რეგულირების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ლანდშაფტის საინტერესო გადაწყვეტა, სადაც განთავსებულია ორიგინალური აუზი შუშის ნაპირით, რომელიც დაკავშირებულია ვრცელ ტერასასთან. დიდი ზომის ტერასებზე გადანაწილებულია სხვადასხვა ფუნქციები, რაც ორგანულად არის შერწყმული ინტერიერთან და გარე სივრცეებით სარგებლობას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.
ვილა განთავსებულია ყველაზე ამაღლებულ და ვრცელ მიწის ნაკვეთზე (1185 მ² ). ვილის ორიენტაცია და ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტა მაქსიმალურად უზრუნველყოფს წვდომას კავკასიონის თვალწარმტაც ხედებზე.

გალერეა

ლოკაცია

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

შანკევანი, საგურამო