თრიალეთი რეზიდენსი
ბაკურიანი
საცხოვრებელი კომპლექსი “თრიალეთი” მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბაკურიანში. პროექტი მოიცავს სამ კორპუსს და 179 აპარტამენტს. საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურა და დიზაინი საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა ჰარმონიულად მოერგოს მთის და ტყის ლანდშაფტს, შექმნას კავშირი აშენებულ გარემოსა და ბუნებას შორის.
მდგრად განვითარებაზე, კომფორტულ გეგმარებასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე ფოკუსირებით, პროექტი უზრუნველყოფს მშვიდ დასახლებას მოსახერხებელი წვდომით ახლომდებარე სასეირნო უბნებსა და სათხილამურო ობიექტებზე. საცხოვრებელი კომპლექსის სამი ბლოკი სტრატეგიულად არის განლაგებული, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მიმდებარე ტყისა და მთების ხედები, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს დატკბნენ ბაკურიანის ულამაზესი ხედებით. ფასადიების მოსაპირკეთებელი მასალები და ფერთა გამა შერჩეულია ბუნებრივ ლანდშაფტური პირობების შეესაბამისად.